06 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან, არჩილ ნიჟარაძესთან და შალვა პერანიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილესთან, კახა აბულაძესთან და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან, ერთად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ ეწვია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა სტუმრობა თავშესაფარში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ბექა მიქაუტაძის, ინიციატივით შედგა და გაცნობითი ხასიათის იყო.
„თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ გამართულ შეხვედრას საკრებულოში ლილო-ორხევის მაჟორიტარი მამუკა ხაბარელი ესწრებოდა.
სტუმრებმა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორთან, გოჩა მინდიაშვილთან, ერთად თავშესაფრის გარემო დაათვალიერეს და იქ მცხოვრებ ბენეფიციარებს შეხვდნენ.
თავშესაფარში ყოფნისას კომისიის თავმჯდომარემ დაწესებულების ხელმძღვანელობასთან ბენეფიციართა ყოფის გაუმჯობესების და ამ მიმართულებით არსებული რესურსების გამოყენების შესახებ ისაუბრა.
აღნიშნული თავშესაფარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით 2015 წლიდან ფუნქციონირებს.