08 სექტემბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის სკოლების რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, პარლამენტის დელეგატმა დავით კაჭარავამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, დაათვალიერეს.
მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოები საგანმანათლებლო დაწესებულებებში საკლასო ოთახებისა და საერთო სივრცეების განახლებას ითვალისწინებს. კერძოდ, მიმდინარეობს ჭერისა და კედლების შეღებვა, იატაკის შეცვლა/შეკეთება, განათების სისტემების მოწესრიგება და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რაც სასწავლო გარემოს კიდევ უფრო კომფორტულსა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისს გახდის.
ამ ეტაპზე რეაბილიტაცია მთაწმინდის რაიონის 6 სკოლაში მიმდინარეობს, კერძოდ, თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 47-ე, მე-20, 42-ე, 49-ე და 51-ე საჯარო სკოლებში.
ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის განახლებულ გარემოში დაიწყება.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026