08 აგვისტო 2025 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ზურაბ აბაშიძემ ქართველი მებრძოლების საფლავები გვირგვინით შეამკო და მათ ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, აგვისტოს ომის გმირების თავგანწირვა ისტორიას მუდამ დარჩება.
„პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით 17 წლის წინ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის წინაშე. ეს ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ომის დამანგრეველ შედეგებს და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას რუსეთის მიერ. აგვისტოს ომის გმირების თავგანწირვა და თავდადება მუდამ დარჩება ისტორიას. მათ მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026