17 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.
ღონისძიებას, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, მერიის, სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, დღევანდელ პრეზენტაციაზე საზოგადოებამ დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმ უდიდესი პროგრესის შესახებ, რომელსაც ჩვენმა დედაქალაქმა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.
„კულტურისა და სპორტის სფეროს მხარდაჭერის, განათლების სფეროს განვითარების, ახალგაზრდობის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შედეგად თბილისისა და თბილისელების, მათ შორის ახალგაზრდების, ცხოვრების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა და გამრავალფეროვნდა. მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებებით შეთავაზებული სერვისებითა და პროგრამებით ძალიან ბევრმა თბილისელმა ისარგებლა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის მერმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულების გაძლიერება ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მან ამ მიმართულების მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევის - დასაქმების - აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლიდან დაწყებული პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში 75%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება, ხოლო განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით უკვე დაფინანსებულია 900-მდე პროექტი.
პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სწავლა დაუფინანსდა 19 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ბოლო წლებში დაემატა მრავალშვილიანი და შშმ სტუდენტების სწავლების დაფინანსების კომპონენტი და უკვე 4 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. შემუშავებულია წარჩინებული მაგისტრანტების სტიპენდია, რაც მუნიციპალიტეტის სახელით გაიცემა. 5 000-მდე მაგისტრანტმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით.
პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მისაღებად მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ყოველწლიურად 3 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში მთლიანობაში 130-მდე მიმართულებით; მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალში 4 000-მდე ახალგაზრდაა ჩართული საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სპორტულ წრეებში; მოქმედებს 34 მუსიკალური სკოლა, რომლებიც იძლევა 15 მოთხოვნადი მუსიკალური პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. ჯამში, 9 000-მდე ჩვენი მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით.
პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტის მიერ ახალგაზრდული პროგრამებისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზეც ისაუბრეს: ახალგაზრდული ბანაკების პროგრამით უკვე 20 000-მა ახალგაზრდამ ისარგებლა. სულ ორიოდე წელია, რაც დაიწყო ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამაც, რომლითაც 39 პროექტი დაფინანსდა.
რაც შეეხება სპორტის მხარდაჭერის მიმართულებას, 2018-2025 წლებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდა 695 თბილისელი სპორტსმენი.
აგრეთვე აქტიურად გრძელდება მწვრთნელების მხარდაჭერის პროგრამა - 350 მწვრთნელი სპორტის 49 სახეობაში იღებს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას; ყურადღებას ეთმობა ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს; მუნიციპალიტეტის მიერ სპორტის 32 სახეობაში ყოველწლიურად 18 წლამდე ასაკის 260 სპორტსმენი ფინანსდება.
პრეზენტაციაზე დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია დედაქალაქის სხვადასხვა უბანსა და რაიონში განხორციელებული ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მათ შორის ისეთ რაიონებში, სადაც სპორტული ცენტრები მანამდე არასდროს ყოფილა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025