30 მაისი 2025
თბილისის საკრებულოში, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, წმინდა საყდრის დესპანი ცისის ტიტულარული არქიეპისკოპოსი ანტე იოზიჩი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ მისასალმებელ სიტყვაში კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული სამუშაო დღეები უსურვა.
„ჩემთვის დიდი პატივია საკრებულოს სახელით მოგესალმოთ და ვუმასპინძლოთ ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტარდება კონფერენციაზე ასეთი მაღალი წარმომადგენლობა ნათლად ასახავს იმ სამაგალითო ურთიერთობას, რაც დღეს ჩამოყალიბდა სახელმწიფოსა და ჩვენს დედა ეკლესიას შორის; სწორედ ეს არის მტკიცე წინაპირობა, რომ ამ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე დროს ერთად გადავლახავთ გამოწვევებს და სამშვიდობოს გავიყვანთ ჩვენს სამშობლოსა და ხალხს. კიდევ ერთხელ მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და წარმატებულ სამუშაო დღეებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი; თბილისის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდი; თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი.
საერთაშორისო კონფერენცია ორდღიანია და 31 მაისს დასრულდება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025