24 ოქტომბერი 2024 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა. განხილვას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენასთვის ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელის მინიჭების საკითხს. ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს ავთო ვარაზის I ჩიხის სახელის ეწოდება. ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელი მიენიჭება.
ნაძალადევის რაიონში, აბაის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ელგუჯა რუხაიას სახელი დაერქმევა.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე და საჯარო განხილვაზე რამდენიმე ქუჩისა და ჩიხის სახელდების საკითხებს დაუჭერეს მხარი.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები საკრებულოს უახლესი სხდომაზე იქნება წარდგენილი.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 17,2025
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილება განიხილეს
დეკემბერი 16,2025
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025