13 ივლისი 2024
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის წევრ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად ვაკის რაიონში, შავგულიძის ქუჩის N 7-ში იმყოფებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ შავგულიძის ქუჩაზე არსებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ვაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას. მორიგი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სკვერი მოეწყო შავგულიძის ქუჩაზე. ახალ სკვერში ტერასულად განლაგდა დასასვენებელი და საბავშვო ზონები, დამონტაჟდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რბილ საფარზე მოეწყო საბავშვო მოედანი და ატრაქციონები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და 20-მდე ხემცენარე დაირგო”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აღნიშნულ მისამართზე მდებარე გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცე 500 კვ. მ ფართობზეა განთავსებული.
პროექტის ღირებულებამ 236 000 ლარი შეადგინა.
თბილისის საკრებულოს სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა
მარტი 24,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა
მარტი 24,2026