12 ივლისი 2024
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მისამართზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელ ღონისძიებები, ასევე , დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ოთარ ჩიტიძემ და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა წარუდგინეს.
დღესვე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს,რომლის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 48 456,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 058 335,6 ათას ლარს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
მარტი 24,2026
თბილისის საკრებულოს სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
იანვარი 30,2026