14 ივნისი 2024
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
დღესვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მისამართზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელ ღონისძიებები, ასევე , დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი განიხილეს.
კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
მარტი 24,2026
თბილისის საკრებულოს სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
იანვარი 30,2026