07 ივნისი 2024
თბილისში, სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი მიმდინარეობს სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ფორუმის მეორე დღეს ერთ-ერთ სესიაზე - ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში - მოდერატორი იყო თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. არჩილ გორდულაძემ ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევების სამართლებრივ ჭრილში მოგვარების საკითხებზე ისაუბრა.
„თბილისის როლი გამორჩეულია საქართველოს კანონმდებლობაში როგორც ეკონომიკურ, ასევე სამართლებრივ ნაწილში. ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის დაახლოებით 51% თბილისზე მოდის. შესაბამისად, ხშირია ეკონომიკურ-სამართლებრივი საკითხები ჩვენს დედაქალაქში, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას. ამ საკითხებში ჩართულები არიან დედაქალაქის მერიის, გამგეობების და საკრებულოს წარმომადგენლები. ძალიან კარგი კოორდინაცია და თანამშრომლობა გვაქვს, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტში თბილისის მუნიციპალიტეტის ჩართულობის დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც სივრცით კოდექსს ეხება. როგორც მან აღნიშნა, კანონმდებლობა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ პასუხისმგებლობაზე, არამედ სამართალდარღვევების პრევენციაზე და სწორედ ასეთი სახის ცვლილებები შედის კოდექსში. არჩილ გორდულაძემ დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებულთა დახმარების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოწვევის სამართლებრივად სწორად მოგვარება.
წარმოდგენილ საკითხზე მომხსენებლებმაც ისაუბრეს. სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
თბილისის საკრებულოს სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა
მარტი 24,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა
მარტი 24,2026