29 მარტი 2024
„შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისითაც დღეს მუნიციპალიტეტი სწორ გადაწყვეტილებას იღებს“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს.
როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, თბილისის მუნიციპალიტეტი არ ცდება აღნიშნულ ტერიტორიაზე 2009 წელს დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას და ტერიტორიის განვითარება ზუსტად იგივე პარამეტრებით მოხდება. რევაზ სოხაძის თქმით, კანონმდებლობაში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო, კომპანიას კოეფიციენტში არაგონივრული თანხის გადახდა უწევდა.
„კანონმდებლობაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ და გავითვალისწინეთ. აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას არაგონივრული თანხის გადახდა უწევდა. მას უკვე არსებულ, დამტკიცებულ პროექტში ფართები ხელახლა უნდა ეყიდა, რაც არასწორია. კომპანიას დღეს მაინც მოუწევს თანხის გადახდა, თუმცა ეს უკვე არის სპეციალური ზონალური შეთანხმების გადასახადი - 4%, რომელსაც სხვა კანონმდებლობა არეგულირებს“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიციის მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი იყო, რადგან მისივე თქმით, კოლეგების არგუმენტები, როგორც წესი, პოპულიზმზეა დაფუძნებული.
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 25,2026
თბილისის საკრებულოს სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა
მარტი 24,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026