19 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებს სხდომაზე განსახილველი საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნინო ბაგაშვილმა წარუდგინა.
სხდომაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მისამართზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელ ღონისძიებები განიხილეს.
დღესვე სხდომაზე განხილული იქნა შპს „იქსორი წერეთელზე 2“ -ის მიმართ მისამართებზე ქ. თბილისი, ბათუმის ქ. N11, ა. წერეთლის გამზირი N19-21, ა. წერეთლის გამზირი N23-25 არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხი, რომელიც კომისიის წევრებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინა.
კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
მარტი 24,2026
თბილისის საკრებულოს სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
იანვარი 30,2026