04 ოქტომბერი 2023
თბილისის საკრებულოს დღეს ბატალიონ „თბილისის“ ყოფილი წევრები სტუმრობდნენ. მათ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბატალიონ „თბილისის“ ყოფილი წევრი შალვა ოგბაიძე შეხვდნენ.
დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ომის დროს გმირულად დაღუპული ბატალიონ „თბილისის“ წევრების უკვდავსაყოფად მემორიალური დაფაა განთავსებული. ბატალიონის ყოფილი წევრები ყოველწლიურად 4 ოქტომბერს სწორედ ამ დაფასთან იკრიბებიან და დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
შალვა ოგბაიძის თქმით, თბილისის საკრებულოში ამ დაფის არსებობას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან 1993 წელს აღნიშნული ბატალიონის მოხალისეთა ნაწილი სწორედ ამ შენობიდან გამგზავრა ომში.
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
აპრილი 02,2026