07 სექტემბერი 2023
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი და ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს პროგრამა „PLATFORMA”-ს სპიკერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხებზე ნინო რუხაძე ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - ,,CORLEAP’’ მე-12 შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში ყურადღება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
ნინო რუხაძემ კოოპერაციის დეცენტრალიზებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების მუნიციპალიტეტებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
„თანამშრომლობა ევროკავშირსა და ჩვენ ქვეყნებს შორის გაცილებით უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი იქნება, თუ ამ თანამშრომლობაში ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად ჩაერთვებიან. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შესატანი“- განაცხადა ნინო რუხაძემ.
ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - ,,CORLEAP’’ მე-12 შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. ღონისძიებაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს ფრაქცია„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე მონაწილეობენ.
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
აპრილი 02,2026