29 ივნისი 2023
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებითაც, თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უეფას იურიდიული კომიტეტის წევრი იქნება. აკაკი ალადაშვილი სფფ-ის მენეჯმენტის კიდევ ერთი წარმომადგენელია, რომელიც უეფას კომიტეტებს შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კომიტეტის წევრის რანგში პირველად მიიღო მონაწილეობა.
აღმასრულებელმა კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი სხდომა 26 სექტემბერს კვიპროსში, ლიმასოლში, გაიმართება.
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026