30 მაისი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაცნობის მიზნით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ლევან სუხიტაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაში საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარი წევრი ირაკლი ხელაძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა საკრებულოს წარმომადგენლებს თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სააგენტოს მიერ მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრაზე ნაძალადევის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები განიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის მასშტაბით სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის საჭიროებებს.
შეხვედრაზე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების თბილისის რაიონების მაჟორიტარ წევრებთან და მერიის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიგეგმა.
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026