16 მაისი 2023
თბილისის საკრებულოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის საქართველოს დასავლური ინტეგრაციის თემებზე სემინარი ჩატარდა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს წევრებმა ნინო რუხაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ, ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა და ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა, მიმართეს.
ნინო რუხაძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდეა, ეს არის მიზანი, რომლის ირგვლივაც აუცილებელია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, განურჩევლად ეთნიკურობისა, იცოდნენ რა არის ევრო-ატლანტიკური სტრუქტურები, რა შესაძლებლობას სთავაზობს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენს ქვეყანას, რა გამოწვევები ან საფრთხეები არსებობს ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, რომ მიზანი მალე იქნას მიღწეული“, - აღნიშნა ნინო რუხაძემ.
მონაწილეებს თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე, განიხილეს მედიაწიგნიერების საკითხები და მისი როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში.
კურსის დასასრულს სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026