02 მაისი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ევროპის სტუდენტური გაერთიანების - ESU-ს - რიგით 84-ე საბჭოს შეხვედრას და გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრნენ, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა.
ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს შეხვედრა საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება და 8 მაისამდე გაგრძელდება. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია 2019 წლიდან არის ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) კანდიდატი წევრი. ESU დაფუძნდა 1982 წელს და აერთიანებს 41 სახელმწიფოს ეროვნული სტუდენტური გაერთიანების წევრ 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ევროკავშირის ახალგაზრდულ ოფიციალურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა ორგანიზაციებთან.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026