25 აპრილი 2023 დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მეგობრობის სახლისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარჩინებული კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
ღონისძიება, რომელიც თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თანადგომით ჩატარდა, თბილისის საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ გახსნა. მან კურსდამთავრებულებს მიულოცა და მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო ენას. ეს მათი მხრიდან დიდი ეროვნული შეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გამომჟღავნებაა. ასევე მადლიერნი ვართ უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისა, რომლებიც სწავლობენ ჩვენს სახელმწიფო ენას, ვინაიდან, როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, ენის პატივისცემა - ეს ერის პატივისცემაა. მწამს, რომ ამ ადამიანების სახით ჩვენს ქვეყანას დიდი გულშემატკივრები და ქომაგები ყოველთვის ეყოლება“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
ღონისძიების მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა მარიკა დარჩიამ განაცხადა, რომ კურსდამთავრებულებს ქართულ ენასთან ურთიერთობით უზარმაზარი კულტურის აღმოჩენა აქვთ წინ.
„იყო ასეთი უძველესი და ისტორიული ქვეყნის კულტურის მონაწილე - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ენის სწავლის შედეგი - ნებისმიერის - მხოლოდ ენის შესწავლა არ არის, ეს იმ ქვეყანასთან გაერთიანებაა. გილოცავთ ყველას“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.
თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ კი ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველო ამაყობს თავისი ტოლერანტობითა და მრავალფეროვნებით და ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ როგორც ჩვენი, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემხვედრ ნაბიჯებს დგამენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უნიკალური ქართული ენა ისწავლონ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, მეგობრობის სახლის დირექტორმა ნანა ნიკოლაძემ.
სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიას კურსდამთავრებულებთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები და ტრენერები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026