22 მარტი 2023
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოში. მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს დაუთმობს“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, აღნიშნული საკითხის ხაზგასმა ევროსაბჭოს რეზოლუციებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოთარ გრიგოლიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოში; გმობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას; ასევე მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მომავალშიც მნიშვნელოვან ადგილს შეუნარჩუნებს იმ რეზოლუციებში, რომლებსაც მიიღებს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრმა რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დაინტერესდა, თუ როგორ განიხილავს საპარლამენტო ასამბლეა და ევროსაბჭო ქალაქების გაძლიერების პროცესს.
დღესვე, თბილისის საკრებულოს წევრები კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდებიან.
შეგახსენებთ, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესიის მუშაობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი მონაწილეობენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026