13 მარტი 2023 თბილისის საკრებულოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში პირველი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება, რომლის მიზანიც მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ გახსნა. შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა. საკრებულოს თავმჯდომარე დამსწრეებს მიესალმა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, ხოლო 1 ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად აღსრულების პროცესი დაიწყო. კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილია.
საუნივერსიტეტო მიღების ფარგლებში ზემოთ წარმოდგენილი ექვსივე უწყების წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას მომხმარებელთა უფლებების აღსრულების მექანიზმები და მიღებული შედეგები წარუდგინეს. ღონისძიების ფარგლებში დასახელდა 3 გამარჯვებული სტუდენტი, რომლებიც სტაჟირებას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული 17 მარტამდე გაგრძელდება.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ
აპრილი 20,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
აპრილი 17,2026