25 ნოემბერი 2022
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ზ. ფალიაშვილის ქუჩა N33-ის მიმდებარედ, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის ე.წ. ,,გეგეშიძის ბაღის“ რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარია.
დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა, პარლამენტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ, ამავე რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტოგონიძემ დაათვალიერეს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
თარგებში გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარდა: მოეწყო სარწყავი სისტემა, ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგა 600 ძირი, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.
გარდა ამისა, არსებული კაფე-ბარის ნაგებობას ჩაუტარდა დემონტაჟი, სკვერს დაუბრუნდა თავისი ტერიტორია და გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026