25 ოქტომბერი 2022
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე საკრებულოს ოპოზიციის მიერ დედაქალაქის მერის კახა კალაძის წარმომადგენლობით ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.
„ამ დღეებმა კარგად გვაჩვენა, რომ სამწუხაროდ ოპოზიციას მომხდარ ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერის გარდა არაფერი აინტერესებს. მათი ამოცანაა დედაქალაქის მერის საკრებულოში დაბარებით მორიგი პოლიტიკური შოუ დადგან. რაც შეეხება კახა კალაძეს, მას არასდროს აურიდებია თავი კითხვებზე პასუხის გაცემისთვის. ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უკან არასდროს დაუხევია, თუმცა თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, ცილისწამება და შეურაცხყოფა“. - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ .
როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, კახა კალაძე საკრებულოში მოვა და საკრებულოს წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. მაშინ ყველას მიეცემა საშუალება ნებისმიერი კითხვა დასვას.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026