30 სექტემბერი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების თავმჯდომარეებთან კახა ლაბუჩიძესთან, გიორგი ჩაკვეტაძესთან და ნინო ვარდოსანიძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტში გამართულ სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასების თემატური მოკვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
მოკვლევა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა. თემატური მოკვლევის ჯგუფს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოკვლევის პროცესში შესწავლილი იქნა სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებები, მათი დაფინანსების საკითხი, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი, ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობა, სასკოლო ლაბორატორიების და ბიბლიოთეკების გამოყენება. მოკვლევის ფარგლებში 30-მდე სამუშაო შეხვედრა და ზეპირი მოსმენა გაიმართა, ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.