06 სექტემბერი 2022 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ და ფრაქციის წევრებმა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან ლევან ნაროუშვილთან ერთად, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ამ ეტაპისთვის მელიქიშვილის გამზირზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების ცენტრალური ქსელი მთლიანად მოწყობილია, დარჩენილია მიერთებითი სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც საასფალტე სამუშაოები და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ამ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ამ მასშტაბის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 70-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. კომუნიკაციების რეკონსტრუქცია 3-7 მეტრის სიღრმეზე განხორციელდა.
პროექტის დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებულ მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად შეცვლილ მიწისქვეშა კომუნიკაციებთან ერთად, დამონტაჟდება ახალი ბოძები თანამედროვე ლედ ტიპის სანათებით, დაიგება ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი, გამოიყოფა ორმხრივად მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, მოეწყობა მოსაცდელები, ველობილიკი, ასევე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები, ჩატარება გამწვანების სამუშაოები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის ადაპტირდება.
დღესვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე იმყოფებოდნენ, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია. მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება და ტერიტორია კეთილმოეწყობა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025