27 ივლისი 2022 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარესთან შალვა ოგბაიძესთან, ვაკის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად მინდელის ქუჩის N 10-ში მცხოვრებ მოსახლეობას და სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის თანამშრომლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მოსახლეობასთან, საბინაო, ინფრასტრუქტურული, გამწვანების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და მიკროავტობუსების გაჩერებების ოპტიმიზაციის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
ადგილობრივებმა და მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გააცნეს.