23 დეკემბერი 2021
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრები, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც საბარათე სისტემის შემოღებას ეხება, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში ქალაქის მერის კახა კალაძის მისვლას ითხოვენ.
როგორც საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, მათი ფრაქცია, აღნიშნული საკითხის შემდგომი შესწავლის მიზნით, მისი მიღების დროებით შეჩერების ინიციატივითაც გამოდის.
გიორგი შარაშიძის თქმით, ფრაქციას სატრანსპორტო რეფორმის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რომელიც, თავის მხრივ, საბარათე სისტემის შემოღებასა და ხანგრძლივ და მრავალჯერად მგზავრობისთვის შეღავათებს მოიცავს.
„თუმცა, რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვიქნებით იმ მოქალაქეებისთვის მგზავრობის ტარიფის გაძვირებისა, რომლებიც დღეში ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მიგვაჩნია რომ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე პირადად უნდა გამოცხადდეს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე, რაც ჩვენი აზრით, წერტილს დაუსვამს გავრცელებულ მანიპულაციებს და სხვადასხვა მოსაზრებებს იმის შესახებ რეალურად მოიმატა თუ შემცირდა მგზავრობის ტარიფი. ამავე დროს, მოვუწოდებთ თბილისის მთავრობას და საკრებულოს დროებით შეაჩერონ აღნიშნული ინიციატივის გატანა, მანამ ვიდრე არ მოხდება მისი განხილვა კომპეტენტური პირებისა და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით იმისათვის, რათა თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ტარიფების შესახებ არავითარი კითხვა არ დარჩეთ“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025