25 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო. საკრებულოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საბჭოთა ოკუპაციის დღე ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია. მისივე თქმით, დამოუკიდებლობას, რომელსაც წინაპრები სიცოცხლის ფასად იცავდნენ ყოველდღიურად განმტკიცება სჭირდება.
“ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენი წინაპრები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რაც უდიდესი მონაპოვარია და მას განმტკიცება ყოველდღიურად სჭირდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გვახსოვდეს ისტორიული მემკვიდრეობა, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა და შევინარჩუნოთ თავისუფალი და ძლიერი საქართველო. დიდება გმირებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოში ქალ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს
მარტი 09,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026
ზურაბ აბაშიძე: „დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას“
მარტი 08,2026