23 დეკემბერი 2025 სპორტის სამინისტროს ინიციატივით, თბილისში დღეს საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მისი პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
საუკეთესო სპორტსმენები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
ამას გარდა, საუკეთესო სპორტსმენები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა); წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო); წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (ტაეკვონდო); წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი); წლის საუკეთესო გუნდური სახეობა – ძიუდოს ნაკრები; წლის საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები.
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ლევან მიქავას მოუსმინეს
მარტი 17,2026
ზურაბ აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო
მარტი 17,2026