24 იანვარი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე ამავე რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად ვაკეში, ჭავჭავაძის N11-ში მცხოვრებლებს შეხვდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის განახლების პროექტის დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.
საგზაო ინფრასტრუქტურა, დაახლოებით, 2000 კვ. მეტრზე მოეწყო, ამჟამად იგება ასფალტი. საგზაო პროექტის დაწყებამდე კი, ტერიტორიაზე წყალარინების შიდა ქსელი მოწესრიგდა.
წყალარინების ქსელის განახლების და საგზაო პროექტის ჯამური ღირებულება 581 000 ლარს შეადგენს.
თბილისის საკრებულოს წევრებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
მარტი 20,2026
თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა
მარტი 19,2026
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026