01 თებერვალი 2022
წყნეთის გზატკეცილზე „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ადგილზე გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე, გაფართოვდება ტროტუარები, მოეწყობა შუქნიშნით დარეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელები და ავტობუსის გაჩერებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირების გადაადგილებისთვის. გარდა ამისა, ქუჩის დიზაინის მიხედვით, გათვალისწინებულია კერძო ავტომობილების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.