26 აპრილი 2023
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარის საბა ბუაძის მიერ მერიის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
თბილისის მერიის ინიციატივა , A კატეგორიის იმ ტაქსებისათვის, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1 ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლების მიცემას ითვალისწინებს.
როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლების მიცემა იმ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე წელია დაიწყო და სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის A კატეგორიის მძღოლებისთვის გარკვეული წესების შემოღებას.
მისივე თქმით, ახალი ინიციატივა ეკომეგობრული ტრანსპორტის დანერგვას და დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშემწყობი ფაქტორია.
„ბასლაინში ა კატეგორიის ტაქსების მოძრაობა ევროპაში მიღებული პრაქტიკაა. ვფიქრობ, ტაქსის გადასვლა ავტობუსის ზოლში, შედარებით გაათავისუფლებს დანარჩენ ზოლებში დატვირთულ მოძრაობას. ტაქსის დანიშნულებაც სწორედ ესაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოქალაქე დანიშნულების ადგილას , თუ მას არ სურს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026