06 სექტემბერი 2022 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს. საკითხი ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.