29 ოქტომბერი 2025
27-28 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) მე-14 ყოველწლიური შეხვედრაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ლევან აბაშიძემ და ნინო ვარდოსანიძემ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესები, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მიმართულებები და ევროკავშირის შავი ზღვის ახალი სტრატეგიის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა CORLEAP-ის 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ჩართულობის გაზრდას საერთო ევროპული პოლიტიკის ფორმირებაში.
ოფიციალური პროგრამა ერევნის მუნიციპალიტეტში ვიზიტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებში მონაწილეები ადგილობრივი მმართველობის მუშაობას, ასევე ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების პრაქტიკას გაეცნენ.
ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია (CORLEAP) არის ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების პოლიტიკური ფორუმი. CORLEAP-ი ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას განიხილოს ქალაქებისა და რეგიონების წვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026