26 ივლისი 2022
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე აღმართული დროშის კონსტრუქცია დაზიანდა და საჭიროებს გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროშის სადგამის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთანავე საკრებულოს ისტორიულ შენობაზე კვლავ აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.