21 მაისი 2025 ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, ერთად გვირაბის გახსნას დაესწრო.
ახალი გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით უკავშირდება პეტრე ქავთარაძის ქუჩას.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გვირაბი მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკაში და გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდება.
„თბილისში მოძრაობის განტვირთვისთვის გამიზნული კიდევ ერთი ძალზე მასშტაბური საინჟინრო პროექტი - დამაკავშირებელი გვირაბი - დასრულდა, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს უნივერსიტეტის ქუჩას ქავთარაძის ქუჩასთან. გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მისი გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. ამ ორი მაგისტრალის საშუალებით დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდება და ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდება", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე LED სისტემა. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით გვირაბის მიმდებარედ აშენდა ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის კედლები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა, განახლდა გზის საფარი, მოეწყო ტროტუარი, საპარკინგე სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა: დამონტაჟდა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
გვირაბის მშენებლობა და შავიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. სამუშაოები სრულად ივნისის დასაწყისში დასრულდება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025