09 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოში სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი, გიორგი ტყემალაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე იმსჯელეს, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იმ პროცედურებს გაეცნენ, რომელიც საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის გაგრძელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025