03 ოქტომბერი 2022
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა. დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა სიტყვით მიმართეს და თბილისობის დღესასწაული მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ.
2022 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ;
შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი; თენგიზ არჩვაძე - მსახიობი; ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი; ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი; მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი; მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე; ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ; ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი; ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი; გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი; ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი; ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი; რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი; ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი; მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი; ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი; ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი; ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი; ელდარ შენგელაია - რეჟისორი; დემნა გვასალია - დიზაინერი;
„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.