28 აპრილი 2023
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია საკრებულოს წევრები-ნინო რუხაძე, ლევან არველაძე და ვლადიმერ ბოჟაძე USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის ხელმძღვანელს, კევინ მაკლოკლინს, შეხვდნენ.
შეხვედრაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა იმ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. დეპუტატებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას; ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის პრინციპები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, საუბრის თემა პროგრამის მიმართულებების და მუნიციპალური სისტემების მართვის გაუმჯობესებას შეეხებოდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ნანიკო წიკლაური, სერვისების მიწოდების და ელმმართველობის ექსპერტი გიორგი ბობღიაშვილი და ადგილობრივ დონეზე მმართველობის სისტემის დირექტორი მიხეილ დარჩიაშვილი.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026