20 აპრილი 2023
თბილისის საკრებულოში საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, დოქტორ ღასან ხალილის, გაცილების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობა მიმოიხილეს და მუნიციპალიტეტისა და ფონდის ერთობლივი თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„მადლობას მოგახსენებთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით წლების განმავლობაში წარმატებით განახორციელეთ. გაეროს დახმარებით საქართველოში სკოლამდელი განათლების რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. ამას გარდა, წარმატებული იყო მუნიციპალიტეტისა და ფონდის თანამშრომლობაც. გამოვყოფდი ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიცაა ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება. ასევე UNICEF-თან თანამშრომლობით საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და მუნიციპალური რეგულაციების პროექტები შემუშავდა. ეს და სხვა პროექტები ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების მართვის პროცესში ბავშვთა უფლებების გათვალისწინების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის გაცილების ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026