17 ნოემბერი 2022
თბილისის საკრებულოს წევრის, პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის’’ წარმომადგენლის ნინო წულაძის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში ცხოველების უფლებადამცველ ორგანიზაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მათ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე და ასევე ბიუჯეტში ცხოველთა დაცვის მიმართულებით განსაზღვრულ თანხებზე ისაუბრეს.
დღესვე, შეხვედროს მონაწილეებმა 7.28 დადგენილების თაობაზე იმსჯელეს, რომელიც ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცებას გულისხმობს, ასევე,
განიხილეს კანონმდებლობის მუხლები და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები დააფიქსირეს.