21 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ კომისიის წევრებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მისივე თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
დღესვე, ლევან მიქავამ კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოადგინა.