10 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მერვე მოწვევის საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ მიმართა.
ლევან არველაძემ ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ახალ წევრებს აღნიშნული კომისიის ფინქცია-მოვალეობები დეტალურად გააცნო და მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა.
დღესვე სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.
მისივე თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა ქვეპროგრამების მიხედვით კვარტალურ გადანაწილებებს მხარი დაუჭირეს.