11 ივლისი 2022
თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულაძემ საკრებულოს წევრის რანგში საზოგადოებას საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელშიც გაწერილი იყო, თუ რა როლი უნდა ითამაშოს საკრებულომ და მერიამ ევროკომისიის რეკომენდაციების დროულად შესასრულებლად.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ მიმართა.
ნინო წულაძემ ვრცლად ისაუბრა მის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე და ზოგადად საკრებულოს წევრის ფუნქციებზე. ნინო წულაძემ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა, ავარიული სახლების პრობლემა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, მწვანე ქალაქის კონცეფცია, ქალაქის ინფრასტრუქტურა და ამ პროცესებში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა.
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელზეც მოწვეულმა სტუმრებმა წარდგენილ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.