29 ივლისი 2022
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წამყვან კონსულტანტთან ჯონ შორტთან და ადგილობრივ კონსულტანტებთან გამართულ შეხვედრაზე მსჯელობა სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულებების ეფექტიანობის შეფასების (PEFA) მორიგი ანგარიშის მომზადებას მიეძღვნა.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე საუბარი კონკრეტულად თბილისის მუნიციპალიტეტის ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულებების ეფექტიანობის შესახებ მიმდინარეობდა. საკრებულოს წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მისი კომისიების, კერძოდ სარევიზიო და ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნეს, წინა ანგარიშის (2018 წ) შედგენიდან დღემდე განსაკუთრებით გამოიკვეთა საკრებულოს როლი და ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც ახალი ანგარიშის შედგენისას მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი საკითხი იქნება. სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულებების ეფექტიანობის შეფასების (PEFA) ანგარიშები ყოველ ოთხ წელიწადში მზადდება.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025