11 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სსიპ კოლეჯ „მერმისის“ კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
თბილისის მერიის მიერ განხორციელებული მოკლევადიანი პროგრამების მსმენელთა ნამუშევრები დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრებმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დაათვალიერეს.
როგორც ღონისძიებაზე თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერია პროფესიული განათლების მიმართულებით დაფინანსებას ყოველწლიურად ზრდის, რაც ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკურ გაძლიერებას და მათ დასაქმებას უწყობს ხელს.
„თბილისის საკრებულოში კოლეჯ „მერმისის“ და მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ კურსდამთავრებულებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. უმნიშვნელოვანესია, რომ პროგრამა გრძელდება, მასში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება და იზრდება იმ პროფესიების დაფინანსება, რომლებიც მოთხოვნადია ბაზარზე. ამგვარი პროგრამების კურსდამთავრებულებს დასაქმება, რა თქმა უნდა, უფრო უადვილდებათ“, - განაცხადა ღონისძიებაზე თინათინ ნიბლოშვილმა.
გამოფენას კოლეჯ „მერმისის“ დირექტორი ნონა ღუდუშაური, კურსდამთავრებულები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026