21 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოში პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელო“ წევრებმა ვახტანგ სურგულაძემ და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში დედაქალაქში ავარიული სახლების გამაგრებისათვის გამოყოფილი თანხის გაზრდის ინიციატივა დააყენეს.
დღესვე ბრიფინგზე საკრებულოს წევრებმა მიუსაფარი ცხოველებზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფინანსების გაზრდაზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში I-დან IV კლასელ მოსწავლეთათვის უფასო კვების შემოღების საკითხზე ისაუბრეს.
„სკოლებში უფასო კვების შემოღება აუცილებელი და სავალდებულოა. რა თქმა უნდა, ცოტა რთულია ეს ახალი წლის იანვრიდანვე მოხდეს, მაგრამ ამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.
ასევე ჩვენი კოალიციის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“, ინიციატივაა, ავარიული სახლების გამაგრების პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტში გამოიყოს მინიმუმ 50 მილიონი ლარი და ეს თანხა ყოველ მომდევნო წელს გაორმაგდეს“, - განაცხადეს ბრიფინგზე.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე საკრებულოს კომისიათა პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს
მარტი 16,2026
სომხური თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 16,2026
ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტს „ვივამედს“ ეწვია
მარტი 12,2026