31 მარტი 2022
თბილისის საკრებულოში, უკრაინის დახმარების მიზნით შექმნილი, საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე, საქართველოში მცხოვრები უკრაინული თემისა და სამუშაო ჯგუფის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების და თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან საქართველოში მყოფი უკრაინელების დახმარების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ყველა საჯარო უწყება სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს უკრაინისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის მიზნით. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინელებს მხარდაჭერა აღუთქვეს.შეხვედრის დასასრულს შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციის გაცვლა ყოველდღიურ რეჟიმში კვლავ გაგრძელდება.