25 თებერვალი 2024
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, განაცხადებით, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას მათ პატივი მიაგეს.
„საბჭოთა ოკუპაციის დღეს პატივი მივაგეთ 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთან მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათ შორის იყვნენ ქართველი იუნკერები, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბროლეს მშობლიური მიწის და ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისაბაძი მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ .
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 25,2026
თბილისის საკრებულოს სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა
მარტი 24,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026