15 მაისი 2022
15 მაისს თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით სომხურ-ქართული საუკუნოვანი მეგობრობის უკვდავმყოფელი „ხაჩქარის“ კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე დაესწრნენ.